არჩევნები სომხეთში ინფორმაციას იძლევა სომხეთში გამართულ არჩევნებსა და მათ შედეგებზე.
სახელმწიფო დონეზე სომხეთი ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნულ კრებას. პრეზიდენტის არჩევა ხდება მოსახლეობის მიერ ხუთი წლის ვადით (აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროების შემთხვევაში მე-2 ტურით). ეროვნული კრება (სომხ.Հայաստանի Հանրապետության Ազգային ժողով) შედგება 131 წევრისაგან, აირჩევა ოთხი წლის ვადით, 41 წევრი მაჟორიტარული სისტემით და 90 პროპორციულით. სომხეთის ეროვნულ კრებაში ადგილებს პროპორციული სისტემით იკავებენ იმ პარტიების წარმომადგენლები რომელთაც გადალახული ექნებათ 5%-იანი ბარიერი.
სომხეთს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მრავალრიცხოვან პარტიებს შორის ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლის შანსი თითქმის არცერთ მათგანს არ აქვს და ამის გამო მხარეებმა ერთად უნდა იმუშაონ რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ.